იაგო ხვიჩია - მინდა, ჩვენი თავი ვიპოვოთ, პარლამენტში რა სტრატეგიით ვიმუშაოთ, ნიკა მელიაზე კამათთან ერთად ყოველდღიური საქმე გვაქვს
იაგო ხვიჩია - მინდა, ჩვენი თავი ვიპოვოთ, პარლამენტში რა სტრატეგიით ვიმუშაოთ, ნიკა მელიაზე კამათთან ერთად ყოველდღიური საქმე გვაქვს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ახლო პერიოდში ნიკა მელია გათავისუფლდება და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

მისივე თქმით, გადაწყვიტა, ყურადღება არ მიაქციოს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი და სხვებს ამუნათებენ.

„ყურადღებით ვაკვირდებით, სადამდე მივა ამნისტიის პროცესი. მგონია, რომ ცოტა ხანში ნიკა მელია გარეთ იქნება და დარბაზში შემოგვიერთდება, ამნისტიის იმ ტექსტამდე მივალთ, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები.

გადავწყვიტე, ყურადღება არ მივაქციო იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი, სხვებს ამუნათებენ და ღალატში ადანაშაულებენ. ამ თემით დავიღალე. მინდა, ჩვენი თავი ვიპოვოთ, პარლამენტში რა სტრატეგიით ვიმუშაოთ. ნიკა მელიაზე კამათთან ერთად, ყოველდღიური საქმე გვაქვს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.