იაგო ხვიჩია - მინდა, ჩვენ მოვიგოთ და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს
იაგო ხვიჩია - მინდა, ჩვენ მოვიგოთ და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

მე, როგორც გულშემატკივარი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე წარმატებას ველოდები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, არავინ არ იცის, როგორ დამთავრდება ეს პროცესი და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მე კარგის მოსმენის სურვილი მაქვს და აქედან გამომდინარე, ვგულშემატკივრობ საქართველოს წარმატებას. არავინ არ იცის, როგორ დამთავრდება ეს პროცესი და რა გადაწყვეტილება იქნება, გადამწყვეტ გავლენას რა იქონიებს ამ ყველაფერზე, მაგრამ მე როგორც გულშემატკივარი, წარმატებას ველოდები. წარმატებას ჩემი სურვილის საფუძველზე ძირითად წარსულიდან გამომდინარე ველოდები. მთავარი მოტივატორია, რომ მე მინდა, ჩვენ მოვიგოთ და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.