იაგო ხვიჩია - მიმყარდება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებით მოქმედებთ, „პორშეთი“ დავდიოდი მთელი თვე და ვერ გადაგფარეთ
იაგო ხვიჩია - მიმყარდება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებით მოქმედებთ, „პორშეთი“ დავდიოდი მთელი თვე და ვერ გადაგფარეთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის დღის წესრიგთან დაკავშირებით კამათის შედეგ, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თანდათან უფრო უმყარდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებენ.

ხვიჩიას თქმით, საკუთარი აზრის დაფიქისრებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

„უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ თქვენ შეთანხმებით მოქმედებთ, რადგან ერთი საათია, აქ ვზივარ და ამდენი ხანია, ვითხოვ, ვერ ვთქვი ვერაფერი. შეთანხმება მეტი რა არის, მთელი მედია ყურადღება თქვენკენ არის. ჩემი ზრით, ეს რაღაცნაირად უნდა მორჩეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ცხენით უნდა შემოხვიდე აქ და მთავარი თემა შენი იქნება“, – მიმართა იაგო ხვიჩიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

„პორშეთი“ დავდიოდი მთელი თვე, ბატონო რომან, და ვერ გადაგფარეთ, მეტი რა ვქნა, ცხენი რას იზამს ასეთს?“, – უაპასუხა იაგო ხვიჩიამ.