იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, ჩამოვიდეს და რისიც სჯერა, იმ გზის განხორციელებას მიაწვეს
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, ჩამოვიდეს და რისიც სჯერა, იმ გზის განხორციელებას მიაწვეს

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად უფლება აქვს, ჩამოვიდეს და რისიც სჯერა, იმ გზის განხორციელებას მიაწვეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად უფლება აქვს, მათ შორის იმის, რომ ჩამოვიდეს და რისიც სჯერა ზოგადად, იმ გზის განხორციელებას მიაწვეს, ოღონდ ამას სხვა ტიპის გადაწყვეტილება სჭირდება. ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ამას ამბობს ჩამოსვლის და რაღაცის ბოლოკირება რომ არის საჭირო, მაგ ნაწილშიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებს.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრებში ისეთი ხალხია ჩართული, ამ პროცესს სერიოზულს ხდის.

„თუ რამე იმედი არსებობს ჩიხიდან გამოვიდეთ, სწორი და საჭირო ხალხია ჩარეული ამ საქმეში“, – აღნიშნა მან.