იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა ქვეყანაში მღელვარება გამოიწვიოს, სჯობს, ის პირდაპირ უცხოეთის კლინიკაში გააგზავნონ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა ქვეყანაში მღელვარება გამოიწვიოს, სჯობს, ის პირდაპირ უცხოეთის კლინიკაში გააგზავნონ

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა ქვეყანაში მღელვარება გამოიწვიოს, სჯობს, ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ უცხოეთის კლინიკაში გააგზავნონ, უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება არსებული დაძაბულობის განმუხტვის საშუალება.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ყოველთვის ლეგიტიმურია, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში უნდა გააგზავნონ.

„ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც მათი პოლიტიკური თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით. ჩემი ვერსია იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი შეკრულები არიან, შესაბამისად, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯები ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, სააკაშვილი არჩევნების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ერთ-ერთი კარგი გზაა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი