იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როდესაც საჯაროდაც ატანდნენ, რატომ მოაწყო ფინტი, არ ვიცი
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როდესაც საჯაროდაც ატანდნენ, რატომ მოაწყო ფინტი, არ ვიცი

ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ, შესაბამისად, რატომ მოაწყო ის ფინტი, რასაც „ქართული ოცნება“ პროპაგანდისთვის იყენებს, არ ვიცი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონი, პოლონური მხარის განმარტებას უნდა დაველოდოთ. მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო ფინტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა. პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.