იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყებების გულის მოგებას ცდილობს, ზუსტად იცის, რომ პოლიციელების ლოიალობა სჭირდება
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყებების გულის მოგებას ცდილობს, ზუსტად იცის, რომ პოლიციელების ლოიალობა სჭირდება

სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება პოლიციელების ლოიალობა და მათ ჰპირდება, რომ უკეთესი პირობები ექნებათ, რაც ჩვენს რეალობაში ჩვეულებრივი პოპულისტური ამბავია, – ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციელებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.

როგორც იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილი ცდილობს, ძალოვანი უწყებების გული მოიგოს.

„პოლიცია საკმაოდ პოლიტიზებულია და ამის ერთ-ერთი არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი იყო. მის მიერ პოლიტიზებული და აწყობილი სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა და სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება პოლიციელების ლოიალობა და მათ ჰპირდება, რომ უკეთესი პირობები ექნებათ, რაც ჩვენს რეალობაში ჩვეულებრივი პოპულისტური ამბავია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, გული მოიგოს ძალოვანი უწყებების, რათა მის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, მაგრამ როცა ეს სისტემა ვერტიკალურად იმართება, ის პირდაპირ ემორჩილება ბრძანებას და არ მიდის გარკვევა, ბრძანება კანონიერია, უკანონოა, მორალურია თუ ამორალური, რის შედეგებსაც ვხედავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი