იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ის ციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, ორივე მხარის პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ზის, რომელსაც ორივემ უკვე მიაღწია.

ხვიჩია ვარაუდობს, რომ ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაადეპორტებენ და „საქართველოში კრება დარჩება მხიარული“.

„ექსტრადირება მოხდება, ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია. მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოშვებაზე ცოტა ხანს აუწუწუნებენ უკრაინის პრეზიდენტს, პარტნიორებს, ქართველ ხალხს და შემდეგ გაუშვებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.