იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“.

ხვიჩიას თქმით, ყველამ იცის, მეგის ქარდავა არ ისჯება იმის გამო, რომ ფარულ ჩანაწერებს იღებდა, რადგან მისი დასჯა თუ ვინმეს სურდა, აქამდე დაისჯებოდა.

„არჩევნები მოდის და „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სიტუაციის მეტად ესკალაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლ, ჭეშმარიტ რაინდად, გამოცხადდეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მტკივნეულად აკეთებდა ამას. მგონია, უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რომ ერთმანეთის ცოდვა-მადლი ვარჩიოთ, არამედ როგორ დავამთავროთ ასე ურთიერთობა, რომ პოლიტიკოსები აქტიურობდნენ საკითხების განხილვით და არა სხვის საძინებლებში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ საქართველოს პირველ არხს გუშინ განუცხადა, რომ „მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ​სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის“.