იაგო ხვიჩია - მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, არჩევნებამდე მივგორდებით და საპნის ბუშტივით გაქრება ქალბატონი სალომე და მისი პრეზიდენტობა
იაგო ხვიჩია - მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, არჩევნებამდე მივგორდებით და საპნის ბუშტივით გაქრება ქალბატონი სალომე და მისი პრეზიდენტობა

მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, რათა მის მიმართ ნაკლები პრეტენზია არსებობდეს და ალაგ-ალაგ ოპოზიციაში გულუბრყვილო ხალხი იყოს, ვინც მას შეაქებს, როგორც ოპოზიციონერს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტის შეთავაზება არაფრით განსხვავდება წინა შეთავაზებებისგან, სადაც ის ცდილობს, შექმნას კვაზი პროცესები, ისე წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც საქმეშია და პრეზიდენტმა თავისი როლი იპოვა ხალხის შერიგებაში.

„პრეზიდენტს თუ რაიმე უნდოდა, შევთავაზეთ, რა უნდა გაეკეთებინა. მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, რათა მის მიმართ ნაკლები პრეტენზია არსებობდეს და ალაგ-ალაგ ოპოზიციაში გულუბრყვილო ხალხი იყოს, ვინც მას შეაქებს, როგორც ოპოზიციონერს. არჩევნებამდე მივგორდებით და საპნის ბუშტივით გაქრება ქალბატონი სალომე და მისი პრეზიდენტობა. სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ ორი პრეზიდენტი იყვნენ, რომელთაგან არაფერი დარჩება საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.