იაგო ხვიჩია - მგონი, ოპოზიცია სწორ რელსებთან ახლოსაც კი არ არის და საერთოდ, რელსების გარეშე მოძრაობს, რის გამოც სჭირს ის, რაც სჭირს
იაგო ხვიჩია - მგონი, ოპოზიცია სწორ რელსებთან ახლოსაც კი არ არის და საერთოდ, რელსების გარეშე მოძრაობს, რის გამოც სჭირს ის, რაც სჭირს

მგონი, ოპოზიცია სწორ რელსებთან ახლოსაც კი არ არის და საერთოდ, რელსების გარეშე მოძრაობს, რის გამოც სჭირს ის, რაც სჭირს, არ შეიძლება რელსების ნაცვლად მიწაზე სიარული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„ზაფხულში საპროტესტო აქციებს ის მიზანი ჰქონდა, რომ ეს პროტესტი რაღაცნაირად დაეშალათ. შემოდგომაზეც ასეთი მიზანი რომ არ იყოს, საბოლოო ჯამში ასე გამოვა. პატარა პარტიების გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა. როგორც კი, მიხეილ სააკაშვილმა ამ თვალსაზრისით უკან დაიხია, ამ ხალხმაც უკან დაიხია და ნაკლებად რადიკალურები არიან, თუმცა აგვისტოში დაიბევეს რადიკალური ოპოზიციონერის ადგილი, რაც აგვისტოსთვის ცოტა არ არის“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.