იაგო ხვიჩია - მგონი, „ხალხის ძალაში“ გადასვლა კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა, რა გამოვა, ვნახოთ
იაგო ხვიჩია - მგონი, „ხალხის ძალაში“ გადასვლა კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა, რა გამოვა, ვნახოთ

უცნაური შემთხვევაა, რომ თან „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ, თან უმრავლესობაში არიან, ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან“ არ განვასხვავებ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგი ხვიჩიამ მოძრაობა „ხალხის“ ძალაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა“.

„ქართული ოცნება“ ვიდრე აკრძალავდა, მმართველი გუნდის შიგნით რამდენიმე ფრაქცია იყო და ამ ფრაქციებს მმართველი პარტიისგან რა განასხვავებდა, არავინ იცოდა, მაგრამ ფრაქცია იყო. შემდეგ ფრაქციები აიკრძალა და ასეთი უცნაური შემთხვევაა, რომ თან „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ, თან უმრავლესობაში არიან, ასეთი გაუგებარი ამბავი ხდება. ამ ადამიანებს „ქართული ოცნებისგან“ არ განვასხვავებ. მგონი, ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა. რა გამოვა, ვნახოთ. ვინც ამ პარლამენტშია, ყველა მათგანი მომავალ პარლამენტში არ იქნება, ზოგიერთი გავა პოლიტიკურ პენსიაზე და პენსიაზე გასვლამდე ასეთ თავგადასავალზე უარს არ ამბობენ. ეს რითია ცუდი ვერსია?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ დღეს კიდევ ხუთი დეპუტატი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.