იაგო ხვიჩია - მგონი, ცესკო-ს ისეთი პერიოდი უდგას, ვნებათაღელვა, მითქმა-მოთქმა, ტალახის სროლა იქნება, მთავარია, არჩევნები პატიოსნად ჩაატაროს
იაგო ხვიჩია - მგონი, ცესკო-ს ისეთი პერიოდი უდგას, ვნებათაღელვა, მითქმა-მოთქმა, ტალახის სროლა იქნება, მთავარია, არჩევნები პატიოსნად ჩაატაროს

მგონი, ახლა ცესკო-ს ისეთი პერიოდი უდგას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მის თავს ვნებათაღელვა, მითქმა-მოთქმა იქნება, მათ შორის ტალახის სროლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ცესკო-მ არჩევნები პატიოსნად ჩაატაროს და კითხვებზე დამაჯერებელი, ამომწურავი პასუხი ჰქონდეს.

„მგონი, ახლა ცესკო-ს ისეთი პერიოდი უდგას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მის თავს ვნებათაღელვა, მითქმა-მოთქმა იქნება, მათ შორის ტალახის სროლა და ა.შ. მთავარია, ცესკო-მ არჩევნები პატიოსნად ჩაატაროს და კითხვებზე დამაჯერებელი, ამომწურავი პასუხი ჰქონდეს. თუ ეს დადასტურდება, მის დისკრედიტაციას აზრი არ ექნება. შეიძლება, ადამიანები ცესკო-ს თავმჯდომარეზე არ ლოცულობდნენ, მაგრამ მგონი, რეპუტაციულ ზიანს აიცილებს, თუ ყველა კითხვაზე იქნება პასუხები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი