იაგო ხვიჩია - მეტს ველოდი, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრიდან, აღმოჩნდა, რომ ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება
იაგო ხვიჩია - მეტს ველოდი, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრიდან, აღმოჩნდა, რომ ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება

გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს შეხვედრიდან მეტის მოლოდინი ჰქონდა.

როგორც ხვიჩია აცხადებს, მოლოდინი უკავშირდებოდა ვინმესგან პაუსიხისმგებლობის აღებას.

„ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ შეხვედრიდან. აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველა კარგი ადამიანია, ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა მაშინ არჩევნების წაგება, მარტო ის წავიდა და ასე გამოვიდა. მეტი მოლოდინი უკავშირდებოდა ვიღაც ახალი ადამიანის წარდგენას, ძველების გაშვებას, ვინმესგან პასუხისმგებლობის აღებას ან მოგებაზე ან წაგებაზე. რასაც ამ დროს ელოდებიან ხოლმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.