იაგო ხვიჩია - მე მინდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ხელისუფლება არ მიშვებს
იაგო ხვიჩია - მე მინდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ხელისუფლება არ მიშვებს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიცია და მასთან ერთად „გირჩი“ პარლამენტში არ შედის, ეს მხოლოდ ხელისუფლების დამსახურებაა.

„მე მინდა პარლამენტში შესვლა და ვითხოვ ხელისუფლებისგან, მე რომ შევიდე, იქ იყოს პარლამენტი. იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 52 პროცენტის ნება გამოხატული არ არის, პარლამენტი არ არის. არ შევდივარ კი არა, ხელისუფლება არ მიშვებს, მე ამას ასე ვუყურებ, რადგან არ შექმნა პარლამენტი და იქ შესვლა სირცხვილი გახადა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.