იაგო ხვიჩია - ისინი, ვისაც ქვეყანაში ბოლო ექვს თვეში მიმდინარე პროცესები დაბრალდათ, იმავე თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ და ახალი არჩევნები არ უნდა ჩაატარონ
პროცესის სანდოობისთვის და იმისათვის, რომ არჩევნებმა რეპუტაციული ზიანი არ მიიღოს, ისეთი ხალხი, ვისზეც ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს და ვისაც ქვეყანაში ბოლო ექვს თვეში მიმდინარე პროცესები დაბრალდათ, ისევ იმავე თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ და ახალი არჩევნები არ უნდა ჩაატარონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა კომისიის მხოლოდ ათი წევრის ცვლილებას არ გულისხმობს.
„განცდა არსებობს, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელი შეიცვლება. საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა კომისიის მხოლოდ ათი წევრის ცვლილებას არ გულისხმობს, ის გულისხმობს, მთავარი პასუხისმგებელი პირის პასუხსაც. მივალთ ამ პროცესამდე, ახლა ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ბრალდებები და ამაში იხარჯება დრო. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი არ დადგება პრობლემად, ამისი განცდა მაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.