იაგო ხვიჩია – მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველი“ აქცია პირად ტელევიზიად, ყველა იქ მომუშავეს ასეთ დროს აუკრძალა ჟურნალისტობა და ამის ნაცვლად, პარტიულ თათბირებს ატარებს პირდაპირ ეთერში

20:10, 03.12.2024

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველი“ აქცია პირად ტელევიზიად, ყველა იქ მომუშავეს ასეთ დროს აუკრძალა ჟურნალისტობა და, ამის ნაცვლად, პარტიულ თათბირებს ატარებს პირდაპირ ეთერში, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.

მამუკა ხაზარაძემ პირველ დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას – ხალხს! გაიხსნას „ტვ იმედი“ და „რუსთავი 2“ ფართო საზოგადოებისთვის!“ – დაწერა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი