იაგო ხვიჩია - მაღელვებს პატიმრების ბედი, პარლამენტის თავმჯდომარისგან მჭირდებოდა ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე
იაგო ხვიჩია - მაღელვებს პატიმრების ბედი, პარლამენტის თავმჯდომარისგან მჭირდებოდა ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე

პარტია „გირჩის“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრა გამართეს.

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, მათ რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს და კახა კუჭავას პოზიცია მოისმინეს.

„პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მაინტერესებდა მისი მოსაზრება. მოსაზრებები გავცვალეთ. ვფიქრობ, საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა.

მაინტერესებდა პარლამენტის თავმჯდომარის ზოგადი განწყობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, პირველადი პოზიციების მოსინჯვა. მაგალითად, მაინტერესებს, მაღელვებს პატიმრების ბედი და მჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე, ამის წესების და პირობები მაინტერესებდა. ამასთან, არსებობს რამდენიმე კანონპროექტი, სადაც მაქვს ინტერესი და მაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის აზრი. მაგალითად, ერთ-ერთი არის კანონპროექტი, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და ლობიზმის განხორციელებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.