იაგო ხვიჩია - კრიზისიდან გამოსასვლელად იყო საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმირება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ღია დისკუსია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვნახოთ, რა შეიცვლება
იაგო ხვიჩია - კრიზისიდან გამოსასვლელად იყო საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმირება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ღია დისკუსია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვნახოთ, რა შეიცვლება

ნიკა მელიას თვითონ ჯერ არაფერი უთქვამს. შესაბამისად, არ იქნება ნორმალური, მე ვილაპარაკო მის პოლიტიკურ გეგმებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობდეს.

„ცხადია, „ნაცმოძრაობას“ კრიზისი ჰქონდა და სწორედ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად იყო საჭირო მისი ტრანსფორმირება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ღია დისკუსია სხვა პოლიტიკურ ძალებთან და ადამიანებთან. ზოგადად, ვისურვებდი თანამშრომლობის შესაძლებლობას ყველა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ პოზიციები ზოგჯერ ამას აფერხებს. ვნახოთ, რა შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.