იაგო ხვიჩია - კონგრესმენის საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია
იაგო ხვიჩია - კონგრესმენის საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია

პირველ რიგში მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია მეგობარი ქვეყნიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხსენება იმის, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ძალიან საინტერსეოა, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კონგრესმენის მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

დეპუტატის თქმით, „გირჩი“ კონგრესმენებს შარლ მიშელის დოკუმენთან მიმართებაში საკუთარ ხედვას გააცნობს.

„ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ვეტყვით სტუმრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარე როგორ მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართულებაში. ამავდროულად, გამოვთქვამთ მოსაზრებას იმ მტკივნეულ საკითხზეც რასაც ამნისტიის საკითხი ჰქვია, სადაც მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავის მთავარ არგუმენტად ამას ასახელებს. კარგი იქნებოდა მეგობრების მხრიდან მოსმენა ამ ნაწილის განმარტების შესახებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ეწვევა.