იაგო ხვიჩია - კიდევ ბევრ სხვა კანონზეა ვეტო დასადები, ერთ კანონს დანარჩენი მავნე კანონებისგან ვერაფრით გამოვარჩევ
იაგო ხვიჩია - კიდევ ბევრ სხვა კანონზეა ვეტო დასადები, ერთ კანონს დანარჩენი მავნე კანონებისგან ვერაფრით გამოვარჩევ

ბევრი სხვა გამოწვევაც არსებობს და კიდევ ბევრ სხვა კანონზეა ვეტო დასადები. წინა კვირას 127 კანონი მიიღეს. ერთი გამოვარჩიოთ და მასზე ვილაპარაკოთ მხოლოდ, ეს, მგონია, არც პრეზიდენტისგან არის სწორი, არც პოლიტიკოსებისგან თუ მედიასივრცისგან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ბევრად უფრო მავნე კანონების მიღებით არიან დაკავებულები, რომელზეც პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო გამოიყენოს.

„ბევრად უფრო მავნე კანონებიც მივიღეთ, ათეულობით და ასეულობით ცოტა ხნის წინ. ერთ კანონს დანარჩენი მავნე კანონებისგან ვერაფრით გამოვარჩევ. „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც, როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, ჩემთვის უკვე მოსაწყენია. მე პრეზიდენტისგან ბევრად უფრო სერიოზულად მივიღებდი შეწყალების მექანიზმის გამოყენებას უფრო ეფექტურად და ბევრი იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან ციხეში სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა ხვიჩიამ.