იაგო ხვიჩია - ხოშტარია, უგულავა, გაბაშვილი შეიძლება იყვნენ რაციონალური ხალხი, რომლებიც კვიპროსში ფულის მარტივად საშოვნელად ჩადიან, თან ფულს შოულობ, თან ისვენებ
იაგო ხვიჩია - ხოშტარია, უგულავა, გაბაშვილი შეიძლება იყვნენ რაციონალური ხალხი, რომლებიც კვიპროსში ფულის მარტივად საშოვნელად ჩადიან, თან ფულს შოულობ, თან ისვენებ

დავით კეზერაშვილის როლი იქნება ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ დაავალებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრნენ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კეზერაშვილი სკანდალშია გახვეული, რომელშიც „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე ვერ მოხვდებოდა.

„ევროპელი პენსიონერების ყვლეფა „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი სკანდალი ქართული მედიის ეკრანებიდან ჩამოვიდა და ყველამ მიივიწყა. ხელისუფლებას ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ამ თემების პედალირება, თუმცა ეს თემა ისე მიწყნარდა, მათი შეთანხმების ნიშნები თვალნათელია. შესაბამისად, მისი როლი იქნება ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ დაავალებს. ეს ხალხი შეიძლება იყოს რაციონალური ხალხი, რომელიც კვიპროსში ფულის მარტივად საშოვნელად ჩადის – თან ფულს შოულობს, თან ისვენებს, თან შეიძლება კაი სამსახურიც ამ ფულის შედეგად. თუ ფულს არ შოულობენ, აბა, ისე რა უნდათ კვიპროსში?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.