იაგო ხვიჩია - ხელისუფლების ოპონენტები ახლა არასერიოზულად იქცევიან და ვიდრე ასე არიან, ხელისუფლებას დიდი თავის ტკივილი მაინცდამაინც არაფერზე უდგას
იაგო ხვიჩია - ხელისუფლების ოპონენტები ახლა არასერიოზულად იქცევიან და ვიდრე ასე არიან, ხელისუფლებას დიდი თავის ტკივილი მაინცდამაინც არაფერზე უდგას

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაზე თავად ხელისუფლებამ თქვა უარი, როცა „რუსული კანონი“ მიიღო“.

„ახლა სხვისკენ ხელის შვერა და პრეტენზიები, მოლაპარაკებებს რატომ არ გვიხსნიან, უფრო ცინიკურია, რადგან ყველასთვის გასაგები იყო, რომ ამ ცვლილებებს მწვავე რეაქციები მოჰყვებოდა“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

ამავდროულად, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „ხელისუფლების ოპონენტები ახლა არასერიოზულად იქცევიან და ვიდრე ასე არიან, ხელისუფლებას დიდი თავის ტკივილი მაინცდამაინც არაფერზე უდგას“.