იაგო ხვიჩია - ხელისუფლება გონს თუ არ მოეგო, ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, ერთადერთ მოკავშირესთან, დღითიდღე უარესდება და გვიყურებენ როგორც არასერიოზულ და არაამერიკულ ქვეყანას
იაგო ხვიჩია - ხელისუფლება გონს თუ არ მოეგო, ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, ერთადერთ მოკავშირესთან, დღითიდღე უარესდება და გვიყურებენ როგორც არასერიოზულ და არაამერიკულ ქვეყანას

საქართველოს ხელისუფლება თუ სასწრაფოდ გონს არ მოეგო, ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ერთადერთ მოკავშირესთან, ვისი იმედიც შეიძლება, გვქონდეს სამყაროში, დღითიდღე უარესდება და ჩვენ ნელ-ნელა გვიყურებენ როგორც არასერიოზულ და არაამერიკულ ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

„საქართველოს ხელისუფლება თუ სასწრაფოდ გონს არ მოეგო, ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ერთადერთ მოკავშირესთან, ვისი იმედიც შეიძლება, გვქონდეს სამყაროში, დღითიდღე უარესდება და ჩვენ ნელ-ნელა გვიყურებენ როგორც არასერიოზულ და არაამერიკულ ქვეყანას.

თუ ეს განცდა საბოლოო ჯამში ბოლომდე მივიდა, იქნება დამღუპველი ამ ქვეყნისთვის და მას გახდის უპერსპექტივოს. ამ ქვეყანაში ცხოვრებას პერსპექტივა აღარ ექნება. ყველას ეცოდინება, რომ ეს არის ანტიამერიკული ქვეყანა. ჩვენ რაც გამოგვარჩევდა, იმას ვკარგავთ „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად. ეს მინდა, ადამიანებმა კარგად გაიხსენონ ამ წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.

დატოვე კომენტარი