იაგო ხვიჩია - ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოცნაცურში“ თუ სხვაში, ნახსენები 60 პროცენტი ფანტაზიებს და მარჯვე ხელებს ეფუძნება
იაგო ხვიჩია - ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოცნაცურში“ თუ სხვაში, ნახსენები 60 პროცენტი ფანტაზიებს და მარჯვე ხელებს ეფუძნება

ოპოზიცია მძიმე დღეშია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, ამას ჩემს თავზე არ ვიღებ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს იმხნევებენ და ამომრჩეველსაც ამხნევებენ.

„ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. შესაბამისად, მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. ისინი თავს იმხნევებენ და ამომრჩეველს ამხნევებენ. „ქართული ოცნება“ ასეთი რიტორიკით ცდილობს, ვინმეს ხელი არ წაუცდეს დეპოლარიზაციისკენ და ეუბნება, რა არის პარტიის ხაზი – ჩხუბი, ბულინგი, უაზრო „ბლატაობა“ და ოპონენტების დაცინვა. ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოცნაცურში“ თუ სხვაში. ეს 60 პროცენტი ფანტაზიებს და მარჯვე ხელებს ეფუძნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა: „დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 60 პროცენტს აიღებდა. არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს“.