იაგო ხვიჩია - „ხალხის ძალის“ მიზანია, აკეთონ ანტიევროპული განცხადებები, მაგრამ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან თავისი შინაარსით პრორუსები და ანტიამერიკელები არ არიან
იაგო ხვიჩია - „ხალხის ძალის“ მიზანია, აკეთონ ანტიევროპული განცხადებები, მაგრამ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან თავისი შინაარსით პრორუსები და ანტიამერიკელები არ არიან

„ხალხის ძალა“ არის ფეიკრუსული პარტია და ცდილობს, მოიპოვოს პრორუსი ამომრჩევლის ხმები, რომელიც, წესით, „ალტ ინფოს“ ან ასეთ პარტიებს ეკუთვნით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვათ.

„ამ ადამიანების მიზანია, აკეთონ ანტიევროპული განცხადებები, მაგრამ მგონია, რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან თავისი შინაარსით პრორუსები და ანტიამერიკელები არ არიან არც სოზარ სუბარი, არც დიმიტრი ხუნდაძე და არც მიხეილ ყაველაშვილი. ამიტომ პრორუს ამომრჩეველზე მუშაობა არ გამოუვათ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.