იაგო ხვიჩია -  კარგია, როცა საერთაშორისო მეგობრებს შენი ქვეყნის პრობლემები ახსოვთ, მაგრამ წარმატების მისაღწევად მეტია გასაკეთებელი
იაგო ხვიჩია - კარგია, როცა საერთაშორისო მეგობრებს შენი ქვეყნის პრობლემები ახსოვთ, მაგრამ წარმატების მისაღწევად მეტია გასაკეთებელი

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება, რითაც დასტურდება, რომ საქართველო და მისი პრობლემები საერთაშორისო მეგობრებს ახსოვთ.

მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს.

„გაერო-ს რეზოლუცია ყოველწლიურია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეზოლუცია ყოველწლიურად გამოიცემა ამ საკითხში, სამწუხაროდ, წინსვლა არ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგია, როცა ვიღაცას, მეგობრებს ახსოვხარ და შენი პრობლემები ახსოვთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეტია გასაკეთებელი, თუ გვსურს, რამე წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ.