იაგო ხვიჩია - ჯერ არ მინახავს ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა ჰქვია
იაგო ხვიჩია - ჯერ არ მინახავს ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა ჰქვია

ჯერ არ მინახავს ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა ჰქვია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში რომ ნახავს კმაყოფილების გრძნობა დარჩება.

„ჯერ არ მინახავს ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა ჰქვია, მერე როცა ცოტა გადამივლის, მერე ვილაპარაკოთ. მათ რომ ვნახავ, კმაყოფილების გრძნობა დამრჩება, რადგან პარლამენტი შედგა როგორც იქნა და მინიმუმ კაცნაკლული არ არის, ან ცოტა კაცი აკლია. ახლა კმაყოფილების გრძნობა მაქვს ჯერ კიდევ, ამ თამაშში, რასაც საკანონდებლო ორგანო ჰქვია, იმდენი რაოდენობის ხალხია საჭირო, რამდენიც კონსტიტუციაში გვიწერია და რამდენიც ხალხმა აირჩია. აქამდე პოლიტიკური თამაშში არ გამოდიოდა და იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა ამას შესაძლებელს გახდის, რაც თავისთავად ცხადია, დამოკიდებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევაზე და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ცოტას შეცვლის ყველა ჩვენგანის ქცევებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.