იაგო ხვიჩია - იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით ინტერესი არ მაქვს, როგორც არ უნდა აირჩიონ, მართლმსაჯულებაში ეს არაფერს შეცვლის
იაგო ხვიჩია - იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით ინტერესი არ მაქვს, როგორც არ უნდა აირჩიონ, მართლმსაჯულებაში ეს არაფერს შეცვლის

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები როგორც არ უნდა აირჩიონ, მართლმსაჯულებაში ეს არაფერს შეცვლის და ამიტომ აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესი არ აქვს.

მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ დარჩენილი ორი წევრის არჩევა არ სურს, თორემ ამის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით ინტერესი არ მაქვს. როგორც არ უნდა აირჩიონ, ეს მართლმსაჯულებაში არაფერს შეცვლის და იქნება „ქოცების“ ქმედებების „გაპრავება“, რომელიც ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგების გადაბირებასაც მოიცავს და ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება არ მინდა. მგონი, „ქართულ ოცნებას“ ამ ორი მოსამართლის არჩევა არ უნდა, თორემ ხალხი ჰყავს გადაბირებული და რა პრობლემაა? სხვა ადამიანების „დაწვა“ არ არის აუცილებელი, რადგან ვინც „დამწვარია“, ისიც საკმარისია, რათა მოსამართლეები აირჩიონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.