იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა სასამართლოს გამო, რადგან მას შეეხო ცუდად, მაგრამ არ მომისმენია ბოდიში იმაზე, რაც ცუდად შეეხო ხალხს
იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა სასამართლოს გამო, რადგან მას შეეხო ცუდად, მაგრამ არ მომისმენია ბოდიში იმაზე, რაც ცუდად შეეხო ხალხს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ აღვიქვი ისე, რომ მას რაიმე გაკვეთილები აქვს გამოტანილი. ისე გამოვიდა, ბოდიში მოიხადა, რაკი საბოლოო ჯამში, სასამართლო მას შეეხო ცუდად, მაგრამ არ მომისმენია ბოდიში იმის გამო, რომ რაღაც ხალხს შეეხო ცუდად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით და მალე გაათავისუფლებენ.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ისე ვერ აღვიქვი, რომ მას რაიმე გაკვეთილები აქვს გამოტანილი. ისე გამოვიდა, რომ ბოდიში მოიხადა, რაკი საბოლოო ჯამში, სასამართლო მას შეეხო ცუდად, მაგრამ ბოდიში არ მომისმენია იმის გამო, რომ რაღაც ხალხს შეეხო ცუდად. ის ციხეში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ზის და ცოტა ხანში გამოუშვებენ. გამოშვების ფორმას და გზას კი ერთად მოიფიქრებენ ისევე, როგორც არჩევნებამდე ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს, გამოსაშვებ გზასაც მოიფიქრებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამავდროულად, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ სასამართლოს პრეზიდენტების გასამართლების უნარი არ აქვს.

„ არ შეიძლება, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ჩაითვალოს როგორც სამართლებრივად გასამართლებული, იმის მიუხედავად, რა წერია საქმეებში. ამ სასამართლოს პრეზიდენტების გასამართლების უნარი არ გააჩნია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი