იაგო ხვიჩია - იქნებ, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილში არის ფარული „გირჩი“, ჯერ გამოვავლენთ და შემდეგ ვიფიქრებთ ფრაქციაზე
იაგო ხვიჩია - იქნებ, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილში არის ფარული „გირჩი“, ჯერ გამოვავლენთ და შემდეგ ვიფიქრებთ ფრაქციაზე

თანამშრომლობას ყველასთან განვიხილავთ, მაგრამ ფრაქციის შექმნაზე ახლა არ ვფიქრობთ და არც მოლაპარაკებები არ გვაქვს არავისთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, პარლამენტში ჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი.

„ვიდრე ფრაქციას მივხედავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი – პარლამენტის ფუნქციონირებაში უნდა გავერკვეთ და გუნდი საპარლამენტო საქმიანობისთვის მოვამზადოთ. პარლამენტში არის 150 დეპუტატი, რომელთა უმრავლესობას არ ვიცნობთ. შესაბამისად, ჯერ ეს ხალხი უნდა გავიცნოთ, თუ წერტილები გამოიკვეთება, იქნებ, ფარული „გირჩიც“ არის „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი, ჯერ გამოვავლენთ და ფრაქციაზე შემდეგ ვიფიქრებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.