იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია, რამენაირად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ამ გზით შევცვალოთ ხელისუფლება
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია, რამენაირად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ამ გზით შევცვალოთ ხელისუფლება

დღეს აქციების მთავარი პრობლემაა ორგანიზატორები, რომლებიც არ აღიარებენ, რომ ამ აქციას თავად მართავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია პოლიტიკოსებმა უნდა მართონ.

„აქცია უნდა მართონ პოლიტიკოსებმა. ვინაიდან პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, შეიძლება, ვიღაცას „უტყდება“ იქ გასვლა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. მზად ვართ, ამ პროტესტის სათავეში აღმოვჩნდეთ და არ დავშალოთ უაზროდ, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში „ენჯეოშნიკები“ და ჩემი დანარჩენი კოლეგები შლიდნენ. რასაკვირველია, აქციები პოლიტიკური მოთხოვნებით უნდა დაიტვირთოს. ყველა მოთხოვნა პოლიტიკურია, რაც არის და რაც ჟღერდება. იმდენად ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ არჩევნებამდე რამენაირად უნდა მივიდეთ და არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. მე არ ვიცი, რამდენად რთულად იქნება ეს გზა გასავლელი, რამდენად ნერვიულობით დატვირთული, მაგრამ ვიცი, იქამდე რამენაირად მისაღწევია და ყველაფერი მას შემდეგ არის გასაკეთებელი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.