იაგო ხვიჩია - იდეალური საარჩევნო სტრატეგია იქნება „ნაცები“ „ნაცებში“, „ქოცები“ „ქოცებში“, დანარჩენები ჩვენთან, ამ შემთხვევაში ხმები არ დაიკარგება
იაგო ხვიჩია - იდეალური საარჩევნო სტრატეგია იქნება „ნაცები“ „ნაცებში“, „ქოცები“ „ქოცებში“, დანარჩენები ჩვენთან, ამ შემთხვევაში ხმები არ დაიკარგება

იდეალური საარჩევნო სტრატეგიაა – „ნაცები“ „ნაცებში“, „ქოცები“ „ქოცებში“, დანარჩენები ჩვენთან. ამ შემთხვევაში ხმები არ დაიკარგება, ყველას თავისი ხმა მიაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში კრიტიკაა იმის გამო, რომ „ოპოზიციაში ფულიანმა ხალხმა ჯიბეზე ხელი არ გაიკრა“.

„ნეონაცები ხმებს არ დაკარგავენ, „ნაცები“ თავის ხმას წაიღებენ და ვისაც „ნაცები“ არ უნდა, ჩვენთან მოვლენ. ჩემი აზრით, ოპოზიციაში კრიტიკაა იმის გამო, რომ ოპოზიციაში ფულიანმა ხალხმა ჯიბეზე ხელი არ გაიკრა. მაგალითად, კეზერაშვილმა ხალხს ისეთი გარემო შეუქმნა, რომ ღვაწლმოსილი ნაცები გაქცეულიყვნენ. თავის მხრივ, „ლელო“ რაღაც სისულელეებზე ხარჯავს ფულს, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ჩადოს და მის ირგვლივ ის ხალხი შეკრიბოს, ვინც ელოდება, რომ მათ „ლელო“ ფულს გადაუხდის, მაგრამ, ვფიქრობ, შეგნებული სტრატეგია ხომ არ არის, ოპოზიციამ წარმატებას რომ ვერ მიაღწიოს. ფინანსური რესურსი აქვთ, რათა სიტუაცია დაასტაბილურონ, მაგრამ ისე იყენებენ, რომ „ნაცებიდან“ „ნაცები“ გარბიან. „ლელო“ ფულს თავის გასართობად მართავს და არა ოპოზიციისთვის. როცა ერთობი, შედეგი ვერ დადგება. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მეგობარია, რომელსაც მათთვის არაფერი დაუშავებია და სპექტაკლი, რომელიც იმპიჩმენტის სახით ვნახეთ, იყო „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმება. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი თუ გახდება, გამოვა, რომ „ქართული ოცნების“ მეგობარი ოპოზიციის ლიდერი გახდება. არ ვიცი, ამას ოპოზიცია იზამს თუ არა, მაგრამ ამ საქმეში რომ არ გავერევი, ზუსტად ვიცი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.