იაგო ხვიჩია - იდეა მაქვს, რომ როზნერი და მოშე ვაჩხუბოთ, ამით შევარბილებდით პოლიტიკურ პოლარიზაციას და გავერთობოდით
იაგო ხვიჩია - იდეა მაქვს, რომ როზნერი და მოშე ვაჩხუბოთ, ამით შევარბილებდით პოლიტიკურ პოლარიზაციას და გავერთობოდით

არ ვიცი, რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ ძირს დაანარცხა „ქოცები“ და ახლა, მგონი, უნდა დაბუსტონ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „ქოცებს“ სახე გააძრო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დროა, იჩხუბონ აღნიშნული კამპანიის მენეჯერებმა.

„ახლა ველოდები, რომ ერთი მილიონი ჩაასხან ლგბტ კამპანიაში ცნობილმა პროპაგანდისტებმა. მე სხვის ფულებს და სხვის ხარჯებს არ ვითვლი. მე არც ერთ და არც მეორე კამპანიაში არ გადავიხდიდი ფულს. მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და მოშე ვაჩხუბოთ. ამით რაღაცნაირად შევარბილებდით პოლიტიკურ პოლარიზაციას და თან გავერთობოდით ჩვენი პიარშიკებით. ფასების პიარკამპანია ძალიან სასაცილოა. მეორე მხრივ, ლგბტ კამპანიას რომ უყურებ, ხვდები, რომ ორი სასაცილო კამპანია ებრძვის ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მომივიდა იდეა, რომ ვაჩხუბოთ კამპანიის მენეჯერები“, – განაცხადა ხვიჩიამ.