იაგო ხვიჩია - გვჯერა, დაინიშნება შეხვედრა, ვაპირებთ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებაც წარვუდგინოთ ფასილიტატორებს, განვიხილოთ, რას ვამბობდით უსამართლოს
იაგო ხვიჩია - გვჯერა, დაინიშნება შეხვედრა, ვაპირებთ, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებაც წარვუდგინოთ ფასილიტატორებს, განვიხილოთ, რას ვამბობდით უსამართლოს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეხვედრა თუ დაინიშნება, ფასილიტატორების წინაშე მოლაპარაკების მაგიდასთან „გირჩი“ დააყენებს საკუთარ წინადადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნები განიხილონ ერთგვარ პლებისციტად.

„ჩვენს ამ იდეას ფაქტობრივად შეეწინააღმდეგა ყველა პოლიტიკური ძალა, ოღონდ არავინ თქვა რატომ. ეს არავინ თქვა არც პირად, არც საჯარო საუბარში. ჩვენ რა თქმა უნდა ისევ ვაყენებთ ამ საკითხს, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი წარმომადგენელი იქნება ვახო მეგრელიშვილი, ფასილიტატორებთან, ჩვენ იქ დავაყენებთ ამ წინადადებას.

ჩვენ გვჯერა, რომ დაინიშნება შეხვედრა, ისე არ დამთავრდება ეს პროცედურა, რომ არ დაინიშნოს. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი წინადადებაც წარვუდგინოთ ფასილიტატორებს და იმათთან ერთად განვიხილოთ, რას ვამბობდით უსამართლოს, რომ ვერავისგან, ვერც „ქართული ოცნებისგან“, ფაქტობრივად ოპოზიციის ვერც ერთი პარტიისგან, გარდა ალეკო ელისაშვილისა… არგუმენტიც კი არ მითხრეს, რატომ არ მოსწონთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.