იაგო ხვიჩია - გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც
იაგო ხვიჩია - გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს მოუწოდებს, ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ.

ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება, რადგან საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე დიდი ხანია, საუბრობს.

„ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან, როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ზოგადად გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. არანაირი საფუძველი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, შესაბამისად, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევაფასო”, – განაცხადა ხვიჩიამ.