იაგო ხვიჩია - გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად
იაგო ხვიჩია - გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად

გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ცალკე აღებული ეს ორი ადამიანი არ იქნება საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და მაშინ მოუწევთ კიდევ სხვა „ნაცური“ პარტიების შემოერთება.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, აღნიშნული გაერთიანება არასაკმარისია საარჩევნო ბარიერის გადასალახად.

„ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს. გაძლიერდეს „ნაცებთან“ შესვლით ან გაძლიერდეს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ერთიანდებიან. გადაწყვეტილების შესახებ გვარამია და მელია დღეს გამოაცხადებენ.