იაგო ხვიჩია - გუშინ რაც კომიტეტზე და შემდეგ ქუჩაში ხდებოდა, არ მგონია, სწორი გაგრძელება იყოს, ამით ზიანდება დასავლური იდეა და ადამიანებს ეუფლებათ იმედგაცრუება, რაც დაუშვებელია
იაგო ხვიჩია - გუშინ რაც კომიტეტზე და შემდეგ ქუჩაში ხდებოდა, არ მგონია, სწორი გაგრძელება იყოს, ამით ზიანდება დასავლური იდეა და ადამიანებს ეუფლებათ იმედგაცრუება, რაც დაუშვებელია

გუშინ რაც კომიტეტზე და შემდეგ ქუჩაში ხდებოდა, არ მგონია, სწორი გაგრძელება იყოს, ამით ზიანდება დასავლური იდეა და ადამიანებს ეუფლებათ იმედგაცრუება, რაც დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მოწინააღმდეგე ჯერ არგუმენტებით გაანადგურო და დესტრუქცია შემდეგ მოაწყო.

„ეს კანონპროექტი მისაღები მხოლოდ იმ მოტივით არ არის, რომ მას სამყაროში იცნობენ, როგორც პრორუსულ კანონს, რომელზეც როგორც ნატო, ასევე ევროკავშირი ღიად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღონ. როცა ასე გეუბნებიან, რატომ უნდა ეცადო მიღებას? კარტოფილის თესლის შესახებაც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მართლა მნიშვნელობა არ აქვს. როცა ასე გეუბნებიან, თავი დაანებე და პროცესს მაინც აგრძელებ, ეს ამ ქვეყნის მომავლის გარისკვაა, რომ შენ არაფრის გამო, სრულიად უმიზეზოდ ქვეყნის მომავალს რისკავ. შეუძლებელია, ეს გულწრფელი პროტესტის საბაბი არ იყოს.

გუშინ რაც კომიტეტზე და შემდეგ ქუჩაში ხდებოდა, არ მგონია, ეს იყოს სწორი გაგრძელება. ამით დასავლური იდეა ზიანდება და ადამიანებს იმედგაცრუება ეუფლებათ, რაც დაუშვებელია. საჭიროა მოწინააღმდეგე ჯერ არგუმენტებით გაანადგურო და დესტრუქცია შემდეგ მოაწყო, როცა ადამიანებმა იციან, რომ არგუმენტებით ყველაფერი თქვი და ხელები ძალით გადაგიგრიხეს. ისეთ კანონპროექტს დადებითი შინაარსი ვერ ექნება, რომელიც თავისი შინაარსით თან შემზღუდავია და თან მთელ სამეგობროს გადაგამტერებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.