იაგო ხვიჩია გახარიაზე - როცა შენ აგირჩიეს პრემიერად, შემდეგ გაუგებარი მოტივებით მიდიხარ თანამდებობიდან და „ნაცებს“ ეხმარები, თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილონ, ხომ ღალატად ჩანს?
იაგო ხვიჩია გახარიაზე - როცა შენ აგირჩიეს პრემიერად, შემდეგ გაუგებარი მოტივებით მიდიხარ თანამდებობიდან და „ნაცებს“ ეხმარები, თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილონ, ხომ ღალატად ჩანს?

როცა შენ აგირჩიეს პრემიერად, შემდეგ გაუგებარი მოტივებით მიდიხარ თანამდებობიდან და „ნაცებს“ ეხმარები, თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილონ, ხომ ღალატად ჩანს? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, არ არსებობს ვინმე სუბიექტი, რომელთანაც გიორგი გახარია მტყუანი არ არის.

„წარმოვიდგინოთ ერთი პერსონაჟი, რომელთანაც გახარია და მისი პარტია არის მართალი. ჩამოგითვლით პერსონაჟებს, ვინ არიან ქართულ პოლიტიკაში: „ქართული ოცნება“- ბიძინა ივანიშვილი ეძახის მოღალატეს. როგორ შეიძლება, თუ რამეს არ ახსნი, თქვა, რომ მტყუანია ეს კაცი, მაშინ როდესაც შენ აგირჩია კაცმა პრემიერად, შემდეგ სრულიად გაუგებარი მოტივებით, მელიას არ დავიჭერო, თუ რაღაც ამ მოტივით, თან შენი დასაჭერი არ არის, მიდიხარ თანამდებობიდან და „ნაცებს“ ეხმარები იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილონ. არ არსებობს ვინმე სუბიექტი, რომელთანაც მტყუანი არ არის. ბიძინა რომ ამბობს, მოღალატეაო, ჩემგან წასული კაცი, მე რომ პრემიერად დავნიშნე, „ნაცებს“ რომ უკრავს ხალხის თანამდებობაზე ასარჩევად რაღაცას, შეიძლება, კოალიცია არ მოგწონდეს, მაგრამ რამე სხვას, ბიძინასგან ხომ ღალატად ჩანს ეს ამბავი? „ნაცებთან“ მართლები არიან თუ არა, როდესაც „ნაცები“ დაეხმარნენ საკუთარი მიზნის მიღწევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარეები ჰყოლოდათ გახარიების ხალხი. „ნაცებს“ ეუბნებიან, თქვენ გამოგიყენეთო. „ნაცებთან“ შეიძლება, მართალი იყოს? არის თუ არა ეს უმადურობა? „ლელოსთან“ – ეს ხალხი არავის შეაწუხებდნენ, იქნებოდნენ საბანკო ბიზნესში. გახარიას გამო, რაღაცის გამო აღმოჩნდნენ პოლიტიკაში. ქართველ ხალხთან არის თუ არა მტყუანი მაშინ, როდესაც ვითომ პრემიერი იყო, თან არ იყო პრემიერი და თან არ ეუბნება, ვინ იყო. დღესაც იგივე მმართველობა გაქვს და ქართველი ხალხი დღემდე ვერ ხვდება, რა მმართველობა გვაქვს. თქვენთან, ჟურნალისტებთან მართალია? რომ თქვენ არ გელაპარაკებათ და ვიღაცას ელაპარაკება. უბრალოდ, წარმომადგენინეთ ვინმე, ვისაც რამენაირი შეხება ჰქონდა გახარიასთან და გახარია არის მართალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.