იაგო ხვიჩია - გახარიას ვურჩევდი, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად, ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა
იაგო ხვიჩია - გახარიას ვურჩევდი, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად, ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა

მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად, ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას ბევრი სათქმელი აქვს ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მოუწევს პასუხის გაცემა.

„ივანიშვილის დებატებში გამოწვევაც ლოგიკური იყო. როცა მოღალატეს გიწოდებენ, სულ მცირე, დაგაინტერესებს საჯარო სივრცეში მოისმინო, ამას რატომ გეუბნებიან. არც კობახიძის პასუხი გაჰკვირვებია არავის.

მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად, ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა. გააჩნია, შენ რას იტყვი და დარწმუნებული ვარ, გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი. ისევე, როგორც ბატონ ბიძინას ჰქონდა გახარიაზე ბევრი სათქმელი და გახარიას პასუხი მოუწია. გახარიასაც აქვს ბევრი სათქმელი ივანიშვილზე და იმასაც პასუხის გაცემა მოუწევს. მე, ზოგადად, ამ პროცესს ვგულშემატკივრობ. არ მინდა, რამე დარჩეს ისეთი, რაც არ გაცხადდება და სიმართლეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.