იაგო ხვიჩია - გადაწყვეტილება თუ კონსენსუსით არ იქნება მიღებული და შეთანხმება არ შედგება, დასავლეთისთვის ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ფარანტინა ქაღალდის შინაარსი ექნება
იაგო ხვიჩია - გადაწყვეტილება თუ კონსენსუსით არ იქნება მიღებული და შეთანხმება არ შედგება, დასავლეთისთვის ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ფარანტინა ქაღალდის შინაარსი ექნება

როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციის მხრიდან საკუთარი კანონპროექტებით მოძრაობა დაუშვებელია,  ცალ-ცალკე კანონპროექტების წერით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საქმეს აფუჭებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმთ, გადაწყვეტილება თუ კონსენსუსით არ იქნება მიღებული და შეთანხმება არ შედგება, დასავლეთისთვის ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ფარანტინა ქაღალდის შინაარსი ექნება.

„როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციის მხრიდან საკუთარი კანონპროექტებით მოძრაობა დაუშვებელია. ეს ორივე მათგანმა კარგად იცის, მაგრამ ამას ორივე შეგნებულად აკეთებს. ვინც პარლამენტშია და ამ პროცესთან რაიმე შეხება აქვს, იციან, რომ თუ გადაწყვეტილება კონსენსუსით არ იქნება მიღებული და შეთანხმება არ შედგება, დასავლეთისთვის ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ფარანტინა ქაღალდის შინაარსი ექნება. შესაბამისად, ცალ-ცალკე კანონპროექტების წერით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საქმეს აფუჭებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.