იაგო ხვიჩია - გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო
იაგო ხვიჩია - გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო

მიტინგისთვის თვალი არ მიდევნებია და არ მინდა, რაიმე შემეშალოს, მაგრამ ვინც უყურა, არცერთს არ ჰქონდა გაგებული, მონაწილეებს რა უნდოდათ. გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რესპუბლიკის მოედანზე გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქციაზე გამოცხადებულ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს.

„„ნჰაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილს ციხე მოხდილი აქვს, მეორე ნაწილი ახლა იხდის და ნაწილი საერთოდ „ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდა. მეტი რა სამართლებრივი შეფასება უნდა გაკეთდეს? „ქოცებმა“ სასამართლო ბოლომდე „შეიზილეს“, მეტი სამართლებრივი შეფასება რომ გააკეთონ, სასამართლოში თავიანთი ხალხი ეყოლებათ დასაჭერი. ამიტომ მგონია, რომ ეს უცნობის მხრიდან სახიფათო მოთხოვნა იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩაის თქმით, აქციაზე უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომელი პერიოდიდან აღარ არიან სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივრები.

„მგონი, უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, როდის მოხდა პრეზიდენტის გადაყვარება, რადგან თავის დროზე იგივე ხალხი სალომე ზურაბიშვილის დიდი გულშემატკივარი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს რეზიუმეს სახით წერილი გააცნეს. როგორც აღინიშნა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია პოზიციები, რის გამოც აქციაზე შეიკრიბნენ.