იაგო ხვიჩია - ვხედავ, როგორ ანგრევენ საპარლამენტო მმართველობას ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ, მივდივართ პარლამენტარიზმის დაშლაზე და არგუმენტად ვიყენებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხია
იაგო ხვიჩია - ვხედავ, როგორ ანგრევენ საპარლამენტო მმართველობას ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ, მივდივართ პარლამენტარიზმის დაშლაზე და არგუმენტად ვიყენებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხია

მართლა გაბრაზებული ვარ, როცა ვხედავ, როგორ ანგრევენ საქართველოს მონაპოვარს-საპარლამენტო მმართველობას ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. ამ პირობებში მივდივართ პარლამენტარიზმის დაშლაზე და არგუმენტად ვიყენებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხია. თუ შეთანხმება არ გინდა, მაგ არგუმენტს ყოველთვის გამოიყენებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას „გირჩის“ წინააღმდეგ მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვს.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, ის ხედავს, რომ ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლება იგებს ფასილიტატორებთან.

„პროპორციული არჩევნები და ნულოვანი ბარიერია ჩვენი მოთხოვნა. ამ არგუმენტით, რომ მე ეს მინდა, ვებრძვი ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. ოპოზიციას ჩემთან ერთადერთი არგუმენტი აქვს, ამდენს ცდილობ „ქართულ ოცნებასთან“, ხომ ხედავ, როგორი ხალხია, შენც კი არ გითმობენ, შენ ხომ კომპრომისს ეძებ და არ გითმობენ. გადმოგიგდეს ნოლიდან სამამდე, რაზეც უნდა დათანხმდე. მათი არგუმენტი მხოლოდ ეს არის, მეტი არაფერი. მართლა ყველა არგუმენტი ჩემს მხარესაა, უბრალოდ მლანძღავენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნება“ როგორ იქცევა, ასეთ პირობებში არჩევს ორი უნდა იყოს ბარიერი, ორნახევარი, სამი თუ ერთი, მაშინ, როდესაც ახსნაც შეიძლება იყო ის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა-ბუნებრივი ბარიერი. მე სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტიასთან ვიყავი და ბევრჯერ ვესაუბრე, ხედავთ, რომ ჩემთვის საჯარო სივრცეში არავის უთქვამს არგუმენტი, რის გამოც ტალახს მესვრიან. ხელისუფლება ამბობს, დავშლი „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, მათ ძლიერ მხარეებსაც ვხედავ ამ მოლაპარაკებებში. იმასაც ვხედავ, რომ ამ წუთას, ისინი იგებენ მოლაპარაკებებს ფასილიტატორებთან. ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რამე ქნან. რაღაც სხვანაირად დავძრათ ეს პროცესი, არ წავაგოთ. ვინაიდან, ყველასთან ვისაუბრე, გადავწყვიტე, რომ ქართველ ხალხს ვუთხრა, ესენი რას მოაწყობენ ცოტა ხანში. მინდა ეს ხალხი ჩემში არასდროს აერიოთ, ამას ვემიჯნები. მართლა გაბრაზებული ვარ, როცა ვხედავ, როგორ ანგრევენ საქართველოს მონაპოვარს-საპარლამენტო მმართველობას ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. ამ პირობებში მივდივართ პარლამენტარიზმის დაშლაზე და არგუმენტად ვიყენებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხია. თუ შეთანხმება არ გინდა, მაგ არგუმენტს ყოველთვის გამოიყენებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.