იაგო ხვიჩია - „ევროპული საქართველო“ ფაქტობრივად გვაჩვენებს, როგორ ხდება პარტიის ცივილური დაშლა
იაგო ხვიჩია - „ევროპული საქართველო“ ფაქტობრივად გვაჩვენებს, როგორ ხდება პარტიის ცივილური დაშლა

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესები აჩვენებს, როგორც ხდება პარტიის ცივილური დაშლა.

„ევროპული საქართველო“ ფაქტობრივად გვაჩვენებს, როგორ ხდება პარტიის ცივილური დაშლა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, გენერალური მდივნის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. მათგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.