იაგო ხვიჩია - ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის, არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაუწყრნენ თალაკვაძეს და დასაჯეს
იაგო ხვიჩია - ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის, არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაუწყრნენ თალაკვაძეს და დასაჯეს

ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის, მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ მიდგომის შეცვლა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ზოგადად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ამან შეიძლება შეცვალოს პარლამენტის მუშაობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რთულია შეფასებების გაკეთება არჩილ თალაკვაძის გადადგომაზე, რადგან ცნობილი არ არის მიზეზი, რამ განაპირობა თანამდებობის დატოვება.

„საკმაოდ რთულია ჩემგან კომენტარის გაკეთება, რადგან ფაქტობრივად, არ ვიცით მიზეზები რა იყო ამის განმაპირობებელი „ქართული ოცნების“ შიგნით, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შევაფასოთ პირობითად ამ თავმჯდომარესა და წინა თავმჯდომარეს შორის რა განსხვავებაა, რისი თქმა უნდოდა ამით „ქართულ ოცნებას“. მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაუწყრნენ თალაკვაძეს და დასაჯეს, სხვა მიზეზი მგონია, უფრო შესაფერის კადრად ჩათვალეს სხვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს ფაქტი ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის, მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ მიდგომის შეცვლა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ზოგადად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ამან შეიძლება შეცვალოს პარლამენტის მუშაობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.