იაგო ხვიჩია - „ენჯეო“, რომელსაც გამჭვირვალობის ეშინია, მხოლოდ ქოცური „ენჯეოა“
იაგო ხვიჩია - „ენჯეო“, რომელსაც გამჭვირვალობის ეშინია, მხოლოდ ქოცური „ენჯეოა“

„ქართული ოცნების“ სიტუაცია იმ მდგომარეობას მაგონებს, როცა პრობლემა შიგნით გაქვს და გარეთ ეძებ, ჯერ საკუთარი „ენჯეოებიდან“ დავიწყებდი ძებნას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამ თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი „ენჯეო“ ჰყავს. მეორე საპატიო ადგილზე კი გადიან „ნაცები“, მაგრამ ჯერ ხელისუფლებას აქვს ყველაზე დიდი პრობლემა და ამ პრობლემის გარეთ ძებნას არავითარი შინაარსი არ აქვს. რატომღაც მგონია, რომ აქამდეც არის ეს დოკუმენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი. სხვა რა დოკუმენტს გულისხმობს „ქართული ოცნება“, არ ვიცი. „ენჯეო“, რომელსაც გამჭვირვალობის ეშინია, მხოლოდ ქოცური „ენჯეოა“. სხვა რა „ენჯეოს“ უნდა ეშინოდეს გამჭვირვალობის, როდესაც ლეგალურად ღებულობ ამერიკული იქნება თუ სხვა ტიპის დონორებისგან ფულს?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.