იაგო ხვიჩია - უკრაინის ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს „ქართული ოცნების“ შეცდომაა, მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება, არ იმსახურებდეს
იაგო ხვიჩია - უკრაინის ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს „ქართული ოცნების“ შეცდომაა, მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება, არ იმსახურებდეს

საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება, მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია.

„უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია ჩამოაყალიბა, რომ ქვეყნები რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს, რადგან უკრაინას ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს. მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და როცა ამ დროს გულგრილი ხარ და არც ერთ მითითებას არ ითვალისწინებს, რაც ახლა რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში არსებობს, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ. საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ, იმის ნაცვლად, რომ შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია, ერთად მივდივართ ამ გზაზე. საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.