იაგო ხვიჩია - ე.წ. ვეტინგი, როგორც იდეა, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს „ქართულმა ოცნებამ“ „შეტენა“, სიტყვის შინაარსიც არავის ესმის და მოფერებით „ვეტინგს“ ეძახიან
იაგო ხვიჩია - ე.წ. ვეტინგი, როგორც იდეა, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს „ქართულმა ოცნებამ“ „შეტენა“, სიტყვის შინაარსიც არავის ესმის და მოფერებით „ვეტინგს“ ეძახიან

ე.წ. ვეტინგი, როგორც იდეა, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორს „ქართულმა ოცნებამ“ „შეტენა“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არ ვიცი, რა ფორმებით, ამის გამტარებელი ვინ იყო, მაგრამ გარდა „ქართული ოცნებისა“, „ვეტინგის“ იდეის ასე წამოწევა და მთავარ ოპოზიციურ იდეად ქცევა არავის არ მოსწონდა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იდეის ავტორებმა, რომლებიც ხშირად იძახიან სიტყვა „ვეტინგს“, რას ნიშნავს ეს, არ იციან და ამბობენ, რომ ვიღაც ექსპერტებს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან და ვიღაც ექსპერტები ჩაუტარებენ კეთილსინდისიერების გამოცდას მურუსიძეს და ა.შ. ეს არის სრულიად გაუგებარი. ასეთი ტიპის უცხო სიტყვები, როგორიც არის „ვეტინგი“, ასეთი სიტყვების მოყვანა და ამ ინსტრუმენტით „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა წამგებიანია. თუ მართლა გვინდა, რომ რამე შეიცვალოს სასამართლოში, ქართველ ხალხს უფრო გასაგები იდეები უნდა შევთავაზოთ, როგორებიცაა არჩევითი მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულების გაფართოება. ამ სიტყვის შინაარსი არავის ესმის და მოფერებით „ვეტინგს“ ეძახიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.