იაგო ხვიჩია - ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და „ნაცებში“ შევიდეს ყველა „ნაცური“ პარტია, მათ შორის „ლელოც“
იაგო ხვიჩია - ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და „ნაცებში“ შევიდეს ყველა „ნაცური“ პარტია, მათ შორის „ლელოც“

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, კარგი იქნება, თუ ყველა „ნაცური“ პარტია, მათ შორის „ლელოც“ გაერთიანდებიან და ისე გავლენ არჩევნებზე.

ხვიჩიას თქმით, შეიძლება, არჩევნებზე ორი „ნაცური“ პარტია გავიდეს, მაგრამ ორზე მეტი პარტიით „ნაცების“ გასვლა საერთო საქმის გაფუჭება იქნება.

„ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და „ნაცებში“ შევიდეს ყველა „ნაცური“ პარტია, მათ შორის „ლელოც“, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მაშინ ცალკე იმდენი მაინც მოგროვდნენ, რომ ბარიერი გადალახონ, ხმები არ დაიკარგოს. „ლელო“ მელიასთან გაერთიანებას თუ აპირებს, მხოლოდ მელია არ უნდა იყოს, არეალი უნდა გააფართოოს. თუ ცალკე გასვლას აპირებენ, მაშინ შეიძლება, ორი „ნაცური“ პარტია გავიდეს, მაგრამ ორზე მეტი პარტიით „ნაცების“ გასვლა საერთო საქმის გაფუჭებაა. რასაკვირველია, „ლელოც“ ნაცურია. ხაზარაძე სწორად აღნიშნავს, რომ ეს ხალხი წინა არჩევნებზე ერთად იბრძოდა. ახლაც არაფერი შეცვლილა, იგივე პოლიტიკური სიტუაციაა და ეს ხალხი თანამშრომლობს. რასაც არ უნდა ვთვლიდე და ამ ხალხს მიშა უყვარს თუ არა, „ნაცი“ ლიდერებისგან შემდგარი პარტია, რომელსაც „ნაცებიდან“ წამოსულები შეუერთდნენ, ამომრჩევლის აზრით, „ნაცები“ როგორ არ არიან?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.