იაგო ხვიჩია - „ძალა ერთობაშია“-ს წარმატებაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ, მაგალითად იმის მიხედვით, წარმატებული იყო თუ არა თაკო ჩარკვიანის შეყვანა პარლამენტში
იაგო ხვიჩია - „ძალა ერთობაშია“-ს წარმატებაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ, მაგალითად იმის მიხედვით, წარმატებული იყო თუ არა თაკო ჩარკვიანის შეყვანა პარლამენტში

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს „ძალა ერთობაშია 2“-ს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

ხვიჩიას თქმით, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, გუშინ გამოიყურებოდნენ უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ამბიციურად.

„„ძალა ერთობაშია“ რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ. მაგალითად, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა თუ წარმატება იყო, წარმატებული იყო, „ქართული ოცნების“ შეცვლა თუ იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად. კი თქვეს, რომ ჩვენ მომავალში მოვიფიქრებთ გზასო, მაგრამ ჯერ მოფიქრებული არცერთი გზის პრეზენტაცია არ ყოფილა, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.